რეზონანსი
15.11.2025

ჩვენ ვიწყებთ ენერგეტიკის სექტორის ძირითადი სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ერთი კვირის განმავლობაში ახალი სამეთვალყურეო საბჭოები უნდა ფორმირდეს, რაც ენერგოკომპანიების მენეჯმენტის რეფორმას უზრუნველყოფს.

„ჩვენ ვიწყებთ ენერგეტიკის სექტორის ძირითადი სახელმწიფო საწარმოების რეფორმას. მათი ფინანსური საქმიანობის სრულ აუდიტთან ერთად, ამ კომპანიების მენეჯმენტი განახლდება. დღეს, პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსა და ეკონომიკის მინისტრ ალექსეი სობოლევთან ერთად, განვსაზღვრეთ მოქმედების გეგმა. ერთი კვირის განმავლობაში უნდა შეიქმნას ყველა პირობა ახალი, პროფესიონალური სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირებისთვის, რაც კომპანიების მენეჯმენტის სრულ რეფორმას უზრუნველყოფს“, - წერს ზელენსკი.

მისივე თქმით, ყველა სხვა მსხვილ სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიაში სამეთვალყურეო საბჭოები განახლდება ახალი კადრებით.

„ამასთან, დავავალე მთავრობის წარმომადგენლებს, შეინარჩუნონ მუდმივი კომუნიკაცია სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებთან. ამ კომპანიებში გამოვლენილ ნებისმიერ სქემას სწრაფი და სამართლიანი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ენერგეტიკის სექტორში სრული გამჭვირვალობა აბსოლუტურ პრიორიტეტად რჩება“, - წერს ზელენსკი.

 

.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×