
თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა. „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევით, სექტემბერში დედაქალაქში 4 011 ბინა გაიყიდა. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იმავე თვეში გაყიდვებმა 3 557 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში გაზრდილია ბინების ფასიც. კერძოდ, 1 კვ.მ წელს სექტემბერში საშუალოდ 1 345 დოლარი ღირდა, შარშან იმავე თვეში კი შეწონილი ფასი 1 303 დოლარი იყო.
„2025 წლის სექტემბერში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4 011 შეადგინა, აქედან: მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 12.9%-ით გაიზარდა (9 თვეში +0.5% წ/წ); პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 12.6%-ით გაიზარდა (9 თვეში +4.9% წ/წ)“, - აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება ძველ და ახალ პროექტებში ფასებს, კვლევის თანახმად, 2025 წლის სექტემბერში პირველად ბაზარზე 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 345 დოლარი იყო.
ამავე პერიოდში მეორად ბაზარზე ძველ პროექტებში 1 კვ.მ 1 163 დოლარი ღირდა, ხოლო მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში პროექტებში საშუალო შეწონილი ფასი 1 310 დოლარი იყო.