
ერთადერთი პრობლემა აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, ვერ ნახეს ადამიანი ვისაც დაელაპარაკებიან, ლიდერი არა ჰყავთ აქ, არავის ენდობიან საერთოდ, - განაცხადა მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ია ფარულავამ გადაცემაში „მესამე ფურცელი“.
მისივე თქმით, აშშ არ ენდობა არც იმ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ვიცით, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ჩანერგილია.
„ტრამპი ყოველ წუთას ცვლის საერთო სურათს, ეს საოცრება არის და ესენი უკვე შოკში არიან და ახლა საქართველო ისე ჭირდება ტრამპს, როგორც შენ გჭირდება ჟანგბადი, ეს იცოდე. შესაბამისად ამათ არ გააჩერებს და არ გააჭაჭანებს აქ. ერთადერთი პრობლემა აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, ვერ ნახეს ადამიანი ვისაც დაელაპარაკებიან, ლიდერი არა ჰყავთ აქ, არავის ენდობიან საერთოდ. არც იმ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ვიცით, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ჩანერგილია და ბავშვობიდან რუსეთის სპეცსამსახურები იყო. დანარჩენი ოპოზიციის ლიდერები, ვინ რით არის გაკეთებული ყველაფერი იციან აბსოლუტურად“, - განაცხადა ია ფარულავამ.