რეზონანსი
12.11.2025

„ნაცმოძრაობა“ მიხვდა, რომ პასუხისმგებლობის აღება უწევს ჯოჯოხეთურ პროცესებზე, რის შესახებაც ხალხი ექვსი თვის განმავლობაში ჰყვებოდა. უპასუხონ იმ ადამიანებს, ვისაც ცხრა წლის განმავლობაში ჯოჯოხეთი მოუწყვეს, ბოლო 12 წლის განმავლობაში კი, სახელმწიფოს აზიანებენ, - ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომლითაც მიიღეს გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესი დაიწყონ.

„დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვინც მოვიდა, მათ აბრალებს, რომ ტყუილებს ამბობენ? საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ვის წინააღმდეგ შეიტანეს? დასკვნაში საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც ჯოჯოხეთი გამოიარა. პოლიტიკურია, ადამიანებს რომ ხოცავდნენ და ბიზნესს არეკეტებდნენ? ამ ყველაფერს კარგად ვნახავთ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×