რეზონანსი
12.11.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, კუპრაშვილის გათავისუფლების მიზეზს ვერ ხედავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილმა, მედიის წარმომადგენლის კითხვას უპასუხა - თვლის თუ არა ის, რომ რაჟდენ კუპრაშვილმა პოსტი უნდა დატოვოს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მისი კომპეტენცია არ არის ასეთი ტიპის დაწესებულებაში ვინმეს დანიშვნა ან გათავისუფლება. რაც შეეხება თავად ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას, მისი თქმით, სამსახური გამართულად მუშაობს.

„რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას, თქვენ ნახეთ, რომ დროთა განმავლობაში ფუნქციები დაემატა, რაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა არის. თავდაპირველი ფუნქციისგან, რომელიც იყო საჯარო მოხელეების დეკლარაციების შევსების უზრუნველყოფა, დაემატა სტრატეგიის შემუშავება, დაემატა შემდეგ უცხოური დაფინანსების კონტროლი და ა.შ. რაც რა თქმა უნდა გამოწვევებს წარმოადგენს თუმცა ის, როგორც ბიურო საქმიანობს ვფიქრობ, რომ არის დამაკმაყოფილებელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიურო არ არის საგამოძიებო უწყება, მისი ფუნქცია არის საჯარო მოხელეების დეკლარაციების შეგროვება, რომელიც ამოწმებს დოკუმენტში მითითებული მონაცემების შესაბამისობას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×