
როდესაც ელჩი ფარულ შეხვედრას აწყობს სადარბაზოში, რომელიღაც ოთახში, ბუნებრივია, რომ საუბარი საქართველოს საწინააღმდეგო იქნება, - ასე გამოეხმაურა გურამ მაჭარაშვილი საფრანგეთის ელჩის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას.
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ უცხოური პარტნიორები ოპოზიციასა და „ენჯეოებს“ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვაში ხელს უწყობენ.
„უცხოური პარტნიორები, მათ შორის უცხო ქვეყნების ელჩები პირდაპირ პატრონობენ და ხელს უწყობენ აქაურ „ენჯეო“ სექტორს, ე.წ. ოპოზიციას, ვითომ პოლიტიკოსებს, იმაში რომ დაძაბონ სიტუაცია ქვეყანაში“, - მიიჩნევს მაჭარაშვილი.
საფრანგეთის ახალი ელჩი 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საკუთარ სახლში შეხვდა და შეხვედრის შესახებ მხარეებისგან არაფერი თქმულა. „ქრონიკამ“ საფრანგეთის ელჩს „ენჯეოებთან“ ფარული შეხვედრის შესახებ კითხვით მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.