რეზონანსი
12.11.2025

ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა გარდაცვლილ მოსწავლეს, ლილიანა ჯიჭონაიას ემშვიდობება. სამძიმრის წერილს სკოლა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ამ უმძიმეს ჟამს სიტყვები უძლურია იმ უზარმაზარი ტკივილისა და მწუხარების გადმოსაცემად, რასაც განვიცდით მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება. ლილიანა, ჩვენი ლამაზი, ცისფერთვალება გოგო დიდი და უსაზღვრო ტკივილია თითოეული ჩვენგანისთვის, რაც ამოუვსებელ ჭრილობას ტოვებს ჩვენს გულებში. ვგლოვობთ იმედების, ოცნებებისა და მომავლის ნაწილს. ამ მძიმე წუთებში ერთიანობა და ურთიერთთანადგომა ყველაზე მეტად გვჭირდება. ვუსამძიმრებთ ლილიანას ოჯახს, ახლობლებს, სკოლას. ლილიანა! შენი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში. მშვიდად განისვენე მარადისობაში“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

როგორც გამოქვეყნებული წერილის კომენტარებსა და სოციალურ ქსელშიც წერენ, გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×