რეზონანსი
11.11.2025

კანადაში მოღვაწე პოლიტოლოგი, ივან კაჩანოვსკი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკავშირე ტიმურ მინდიჩის შესახებ, რომელიც უკრაინიდან გაიქცა, სოციალურ ქსელში წერს.

კაჩანოვსკის განცხადებით, მინდიჩს, ერთ-ერთ აბაზანაში ოქროს უნიტაზი აქვს, სადაც მედიის ცნობით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო თავად ზელენსკის უსმენდა. 

"ზელენსკის ახლო ბიზნესპარტნიორი, ტიმურ მინდიჩი უკრაინიდან რამდენიმე საათით ადრე გაიქცა, სანამ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო მის სახლში ჩხრეკას ჩაატარებდა და ენერგეტიკის სექტორში მითვისების საქმის დეტალებს გაასაჯაროებდა, რომელშიც ის ეჭვმიტანილად ფიგურირებს. მას ბინის ერთ-ერთ აბაზანაში ოქროს უნიტაზი აქვს, სადაც, მედიის ცნობით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU) თავად ზელენსკის უსმენდა," - წერს ივან კაჩანოვსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×