
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფას ეხმაურება.
ერდოღანი აღნიშნავს, რომ გრძელდება კოორდინირებული ძალისხმევა თვითმფრინავის ფრაგმენტების მოსაძიებლად, შესაბამისი ქვეყნების ხელისუფლებებთან ერთად.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენმა C-130-ის ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც აზერბაიჯანიდან სამშობლოში ასრულებდა რეისს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა.
ვაგრძელებთ კოორდინირებულ ძალისხმევას თვითმფრინავის ფრაგმენტების მოსაძიებლად, შესაბამისი ქვეყნების ხელისუფლებებთან ერთად. ვიმედოვნებ, ამ უბედურ შემთხვევას მინიმალური დანაკარგები მოჰყვება“, – აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.