რეზონანსი
11.11.2025

საქართველოს საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა დასავლური ცივილიზაციის შექმნაში, ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვიყავით და ვართ თანამონაწილე ევროპული კულტურის და ევროპული პოლიტიკის. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მიღებულია ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელშესახები პრაქტიკული ინსტრუმენტები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე,  - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე დიდი დასავლური ფასეულობა კრიტიკისა და განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღებაა, შესაბამისად, მმართველი გუნდის კრიტიკა არის შიდადასავლური მსჯელობა და კრიტიკა, რომელიც მანამდე გაგრძელდება, სანამ საქართველოს მიმართ თანაბარი მოპყრობა და გულწრფელი დამოკიდებულება არ იქნება. 

"ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე დიდი დასავლური ფასეულობაა კრიტიკის და განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება და ის, რომ არავინ არის კრიტიკის მიღმა, მათ შორის არც ევრობიუროკრატია.

როგორც არ უნდა ეცადონ ოპოზიციურად განწყობილი ძალები, რომ ეს კრიტიკა წარმოაჩინოს ანტიდასავლურ რიტორიკად ან პროპაგანდად, ჩვენ ვართ დასავლეთი და ჩვენი კრიტიკა არის შიდადასავლური მსჯელობა, გნებავთ შიდადასავლური კრიტიკა და დიახ, ეს კრიტიკა გაგრძელდება ყველა დასავლური პლატფორმიდან, მანამ, სანამ არ მივაღწევთ თანაბარ მოპყრობას, გულწრფელ დამოკიდებულებას და საერთო თამაშის წესებს, ჩვენი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით," - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×