რეზონანსი
11.11.2025

„ევროპული ბიუროკრატია და „დიფ სთეითი“ უკრაინის ხელით აწარმოებენ ომს. თუ ისინი დამარცხდებიან ამ ომში, რა თქმა უნდა, ის, ვინც პროქსი ომს აწარმოებს, ისიც დამარცხდება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი საუბრობს.

ის ეხმაურება ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ უკრაინა დასავლური იარაღის პოლიგონად არის ქცეული, სადაც ნებისმიერი ახალი იარაღის გამოცდა ბრძოლის ველზეა შესაძლებელი.

„მე უკეთესად ვერ ვიტყვი, ვიდრე ამის თაობაზე თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა. მან ეს ომი დაახასიათა, როგორც პროქსიომი. ესეც იმ პროქსიომის გამოძახილია... ევროპული ბიუროკრატია და დიფ სთეითი უკრაინის ხელით აწარმოებენ ომს. თუ ისინი დამარცხდებიან ამ ომში, რა თქმა უნდა, ის, ვინც პროქსი ომს აწარმოებს, ისიც დამარცხდება. საკვირველია, რომ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ, მაგრამ ლაპარაკობენ. ეტყობა, იმდენად კრიზისულ სიტუაციაში შევიდნენ, რომ შეუძლებელია რომ ამ თემაზე არ ილაპარაკონ“, - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×