რეზონანსი
11.11.2025

ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ეს ყველაფერი არის დასავლეთს და რუსეთს შორის ბრძოლა, რომელშიც გამოყენებულია უკრაინა. 

„ძალიან სამწუხარო, რეალობაა, რასაც ნელ-ნელა მსოფლიო თვალს უსწორებს, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, არამედ ზოგადად, მსოფლიოში უკვე ყველას თვალი აქვს ახელილი, თუ რა მოხდა რეალურად უკრაინაში და თუ როგორ გამოიყენეს, სამწუხაროდ, უკრაინა პროქსიომისთვის, დასავლეთს და რუსეთს შორის, სატელიტ ქვეყნად. ასეთი ტიპის განცხადებები, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე მოსასმენია, პირველ რიგში, მძიმე მოსასმენია პირველ რიგში, უკრაინელი ხალხისთვის, თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინას ჰპირდებოდნენ დაჩქარებული წესით ნატო-ში მიღებას, უკრაინას, როდესაც უკვე ფაქტობრივად, შეთანხმება ჰქონდა მიღწეული რუსეთთან 2022 წლის მარტში და როდესაც ეს ომი უნდა დასრულებულიყო, იქ ბატონი ბორის ჯონსონი ჩავიდა და ჩაშალა ეს მოლაპარაკებები, რაზეც ძალიან ღიად საუბრობს ბატონი ზელენსკის ადმინისტრაცია. შესაბამისად, ეს ყველაფერი ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ეს ყველაფერი არის დასავლეთს და რუსეთს შორის ბრძოლა, რომელშიც გამოყენებულია უკრაინა“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აცხადებს, რომ უკრაინა დასავლური იარაღის პოლიგონად არის ქცეული, სადაც ნებისმიერი ახალი იარაღის გამოცდა ბრძოლის ველზეა შესაძლებელი. მეთიუ უიტაკერმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში უკრაინა მოიხსენია, როგორც მომავლის საცდელი ლაბორატორია. ელჩს მიაჩნია, რომ ევროპამ მეტად უნდა გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა და თანხის გამოყოფა, რადგან ეს მათი ომია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×