რეზონანსი
11.11.2025

მსოფლიო დიპლომატიას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ უკრაინაში ომი არ დაწყებულიყო, ომი როდესაც იწყება და მისი დროულად შეჩერება ვერ ან მიზანმიმართულად არ ხერხდება, ის უფრო მძიმე შედეგებს იღებს არა მხოლოდ ომში ჩართული მოსახლეობისთვის, არამედ ზოგადად, გეოპოლიტიკური მასშტაბით, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ „ყურადღება უნდა გავამახვილოთ უკრაინის დახმარებაზე, რადგან ის ომს თუ წააგებს, პოლონეთში ვითარება რადიკალურად უარესობისკენ შეიცვლება“.

„ომის შეჩერების პერსპექტივა მინიმალურია. ალბათ, ეს ომი გამოფიტვამდე გაგრძელდება, როცა რომელიმე მხარეს ომის გაგრძელების ფიზიკური უნარი და საშუალება არ ექნება. საქართველოსთან მიმართებაში რას ნიშნავს? ამ ომმა მთელ მსოფლიოზე, ევროპაზე და, მათ შორის, საქართველოზე იმოქმედა, რადგან საქართველოს წინააღმდეგ გააფთრებული შემოტევა და ზეწოლა სწორედ ამ ომის დროს გახდა თვალშესახები და აშკარა. მოვახერხეთ, ომში, რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში არ ჩავერთეთ, რადგან ეს ჩვენს ქვეყანად გარდაუვალ კრახს მოუტანდა. ისეთი ძლიერი სახელმწიფო, როგორიც პოლინეთია, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირის წევრია, ისიც კი ხედავს, რომ ამ ომის შედეგები უკრაინის დამარცხების შემთხვევაში მძიმე იქნება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×