რეზონანსი
11.11.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი: 1985 წელს დაბადებული ნიკა ზაუტაშვილი, 1982 წელს დაბადებული გივი ზაუტაშვილი და 1981 წელს დაბადებული ლევან გელაძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საუბარია ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილს, მისი ძმის, ნიკა ზაუტაშვილსა და ყვარლის მერის მოადგილეს ლევან გელაძეს შორის მომხდარ სიტყვიერს და ფიზიკურ დაპირისპირებაზე.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ყვარელში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტისას, ნიკა ზაუტაშვილი, მისი ძმა - გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე, ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა.

პოლიციამ სამივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა“, - აცხადებენ შსს-ში. 

ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ 50-კაციანი წვეულება ყვარელში ხელჩართული ჩხუბით დასრულდა, სხვადასხვა წყაროებით გუშინ გაავრცელა.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×