რეზონანსი
11.11.2025

მე ნანახი მაქვს მონაზვნის აღკვეცა რამდენჯერმე და ძაან რთულია ამის ყურება, ანუ რომ უყურებ ამ პროცესს თვითონ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა ნანული ჟორჟოლიანმა, დოროთე ყურაშვილთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და სასულიერო პირები "მუქები, ანუ შავები" არიან და ინტერესდება, რატომ აქვს ეს სიმძიმე მართლმადიდებლურ ეკლესიას კათოლიკურისგან განსხვავებით.

"ჩვენი ეს ეკლესია, მამაოები, არიან ყველანი მუქები, ანუ - შავები, ჯიპებიც კი შავები უყვართ. კათოლიკურშიც ნამყოფი ვარ, მე კათოლიკების მარიამობა რომ ვნახე, ქორწილი მეგონა, ისე ზეიმობდნენ, თეთრები ეცვათ. სულ მქონდა ეს შეკითხვა და ბარემ, ვისარგებლებ: რატომ ვართ ასეთი? ფეხზე დგომა - დაჯდომა არ შეიძლება, იქ შეიძლება, ანუ რატომ გვაქვს ეს სიმძიმე ეკლესიაში თქვენი აზრით? იმიტომ რომ თანამედროვედ რაღაცა პროგრესი არ მოხდა თუ რატომ? არ მჯერა, რომ ღმერთი ამას ჩვენგან ითხოვს", - განაცხადა ნანული ჟორჟოლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×