
ჩოხატაურელი გელა დოლიძე, რომელსაც 6 ნოემბრიდან ეძებდნენ და ბოლოს სოფელ წყალწმინდაში ნახეს, სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს.
დედამ, მას შემდეგ, რაც შვილის გარდაცვალების ამბავი შეიტყო, თვითმკვლელობა სცადა:
“ისეთი ამბავია, მტერს არ ვუსურვებ. შვილის გარდაცვალება რომ გაიგო, თაგვის და ფაროსანას საწამლავი დაულევია. მძიმე მდგომარეობაში, ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა, მაგრამ დღეს გონზე მოსულა და სახლში წამოსვლას ითხოვს”.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ჩოხატაურელი გელა დოლიძე, ურეკში ერთ-ერთი საწყობის უფროსად მუშაობდა და იქვე გარდაცვლილი იპოვეს.
„გურია ნიუსი“