რეზონანსი
10.11.2025

 აშშ-ის პრეზიდენტი საჰაერო მიმოსვლის დისპეტჩერებს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამსახურს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი truth social-ზე წერს.

ტრამპი აღნიშნავს, რომ თუ დისპეტჩერები სამსახურს დაუყოვნებლივ არ დაუბრუნდებიან, მაშინ ისინი დაისჯებიან ამისთვის, ხოლო ვინც ე.წ შათდაუნის განმავლობაში მუშაობდა ისინი ბონუსებს მიიღებენ ამისთვის.

„ყველას, ვინც არ გააკეთებს ამას, მნიშვნელოვნად შეუმცირდება ხელფასი. ის დისპეტჩერები, რომლებიც იყვნენ დიდი პატრიოტები და არ აიღეს არავითარი შესვენება დემოკრატების ბლეფი შათდაუნისთვის, შევთავაზებ 10 000-დოლარიან ბონუსს ერთ ადამიანზე, ჩვენი ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული მსახურებისთვის", - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ამერიკის პრეზიდენტმა საჰაერო მიმოსვლის დისპეტჩერებს ასევე მოუწოდა, რომ სურვილის შემთხვევაში დატოვონ სამსახურები და მათ ნამდვილი პატრიოტებით შეცვლიან.

„თუ გსურთ ახლო მომავალში სამსახურის დატოვება, გთხოვთ, ნუ დააყოვნებთ ამას, ყოველგვარი გადახდის ან კომპენსაციის გარეშე. სწრაფად შეიცვლებით ნამდვილი პატრიოტებით", - დაწერა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში „შათდაუნი" 40 დღეა, გრძელდება, თუმცა გუშინ აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც პირველი ნაბიჯია მთავრობის ხელახალი გახსნისკენ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის" შემდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×