რეზონანსი
10.11.2025

 სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა თეთრ სახლში მივიდა. ამის შესახებ „როიტერი" წერს. წყაროების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტსა და შარაას შორის შეხვედრა უკვე დაიწყო.

როგორც სააგენტო იტყობინება, შარაა თეთრ სახლში გვერდითა შესასვლელიდან, ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების შეუმჩნევლად შევიდა.

შეგახსენებთ, რომ სირიის ხელისუფლებაში მოსვლამდე აჰმედ ალ-შარაა დაჯგუფება ჰაიათ ტაჰრირ-ალ-შამს ხელმძღვანელობდა, რომელიც „ალ-ქაიდასთან" იყო დაკავშირებული და ვიზიტის დაწყებამდე აშშ-მა შარაა გლობალურ ტერორისტებად აღიარებული პირების სიიდან ამოიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×