რეზონანსი
10.11.2025

 ბოლო წლების განმავლობაში კარგად ვხედავთ, როგორი შეტევა მიმდინარეობს ეკონომიკაზე. ჩვენს ე.წ. მეგობრებსა და შიდა აგენტურას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი თუ რას უნდა დაარტყან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის ქმედებები, პირდაპირ მიმართულია ეკონომიკის დაზიანებისთვის.

„იციან, რომ როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად მდგრადი არაა, იქ ხელისუფლების მორყევა მარტივია. მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ მკაფიოდ გასცა მათ არაერთხელ პასუხი, რომ ჩვენ განვითარდებით იმ პრაგმატული და ცივი გონებით, როგორიც აქვს დღეს „ქართულ ოცნებას", - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×