რეზონანსი
10.11.2025

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტში განსახილველ ქვეყნის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა.

„ყველაზე მთავარი განსახილველი თემა რაც იყო, მოგეხსენებათ, ეს არის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც ოთხშაბათს შემოვა და დაიწყება სასესიო განხილვები. ასევე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ბიუჯეტმა ყველა კომიტეტი გაიარა. იცით, რომ წლიდან წლამდე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეკორდს ხსნის ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები. ნაერთი ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 3 მლრდ-ით არის გაზრდილი და 35,5 მლრდ-ს შეადგენს, რომელიც უნდა განვიხილოთ.

ძირითადი მიმართულებებია ჯანდაცვა, სოციალური მიმართულებები და ასე შემდეგ. სწორედ ამის განხილვა იქნება და საზოგადოება ამ ყველაფრის განხილვას კიდევ ერთხელ მიადევნებს თვალს სასესიო და პლენარულ რეჟიმში", - აღნიშნა კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×