რეზონანსი
10.11.2025

ჭეშმარიტ ღირებულებებთან მობრუნება, ეს არის ევროპის ინტერესებში. უნდა დაიცალოს ისეთი დღის წესრიგისგან, რომელიც უსამართლო და არაკეთილსინდისიერ მიდგომებზე, მიკერძოებულ შეფასებებზე იქნება დამოკიდებული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულება საკუთარ თავზე გამოცადა საქართველომ.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ის რომ ევროკავშირი ასცდა იმ მთავარ ღირებულებებს, რომელზე დაყრდნობითაც შეიქმნა პრობლემებს უქმნის თავად გაერთიანებასაც.

„როდესაც ევროკავშირის შეიქმნა, ეს იყო მშვიდობის და კეთილდღეობის პროექტი. მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ ომისგან თავისუფალი უნდა იყოს სივრცე პირველ რიგში. რაც შეეხება კეთილდღეობას, კეთილდღეობა ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებას და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს. ეს არის ის ძირითადი ფასეულობები, რაზეც დგას ევროკავშირი და რაც ჩვენთვისაც მიმზიდველი იყო რა საკვირველია. მაგრამ ჩვენ დღეს რა ვითარებასაც ვხედავთ არის ის, რომ ომის პარტია არის ძლიერი ევროპულ სტრუქტურებში და სულ უფრო ხმამაღლა ისმის კორუფციული ბრალდებების კონკრეტული ევროფუნქციონირების მიმართულებით. და ასევე ორმაგი სტანდარტი, რომელიც დღეს დამკვიდრებულია და გადათელა ყველაფერი ევროსტრუქტურებში და ეს ყველაფერი საქართველოსთან მიმართებაში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა.

ჭეშმარიტ ღირებულებებთან მობრუნება, ეს არის ევროპის ინტერესებში. ის უნდა დაუბრუნდეს იმ საფუძვლებს, რაზეც შეიქმნა ევროკავშირი და უნდა დაიცალოს ისეთი დღის წესრიგისგან, რომელიც უსამართლო მიდგომებზე, არაკეთილსინდისიერ მიდგომებზე, მიკერძოებულ შეფასებებზე იქნება დამოკიდებული. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირ წახალისება ხდება ძალადობის და უსამართლობის და არა მარტო საქართველოს საფუძველზე თუნდაც. და პირდაპირ ჩარევა ხდება დემოკრატიულ პროცესებში, მათ შორის არჩევნებში და ესეც არა მხოლოდ საქართველოს მაგალითზე. ეს ყველაფერი პირველ რიგში პრობლემას უქმნის ევროპულ პერსპექტივას“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×