რეზონანსი
10.11.2025

“კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში და­საქ­მე­ბულ პე­და­გო­გებს ენი­ჭე­ბათ უფ­ლე­ბა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სხვა ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი პე­და­გო­გი­უ­რი, სა­მეც­ნი­ე­რო, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, ასე­ვე, სპორ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­სა­ბა­მი­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ან სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის ან ორ­გა­ნოს მიერ წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ არ­სე­ბობს რა­ი­მე ტი­პის შე­ზღუდ­ვა, რო­მე­ლიც და­მა­ტე­ბი­თი მიზ­ნე­ბის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მად გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ზვი­ად გა­ბი­სო­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თით­ქოს ახა­ლი კა­ნო­ნით, სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს სკო­ლის მიღ­მა მოს­წავ­ლე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა დი­რექ­ტო­რის თან­ხმო­ბის გა­რე­შე აღარ შე­ეძ­ლე­ბათ, დე­ზინ­ფორ­მა­ცია უწო­და.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, რე­პე­ტი­ტო­რის ინ­სტი­ტუტს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ცნობს, შე­სა­ბა­მი­სად, პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა.

„დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა, რომ თით­ქოს აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ვრცელ­დე­ბო­დეს ე.წ. კერ­ძო რე­პე­ტი­ტო­რის ინ­სტი­ტუტ­ზე. გან­ვმარ­ტავთ, რომ რე­პე­ტი­ტო­რის ინ­სტი­ტუტს არ ცნობს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი საქ­მი­ა­ნო­ბა ვერ ჩა­ით­ვლე­ბა პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბად. გარ­და ამი­სა, მას­წავ­ლებ­ლის ეთი­კის კო­დექ­სის მე-4 მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტი მას­წავ­ლე­ბელს უკ­რძა­ლავს სა­კუ­თარ მოს­წავ­ლეს და­მა­ტე­ბით გა­უ­წი­ოს ფა­სი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბა, გარ­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­სა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ფორ­მის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს წარ­მო­ად­გენს ისე­თი სას­კო­ლო მო­დე­ლის ფორ­მი­რე­ბა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც მშობ­ლებს აღარ დას­ჭირ­დე­ბათ კერ­ძო რე­პე­ტი­ტო­რებ­თან და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯის გა­წე­ვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა ქვე­ყა­ნა­ში 30 წელ­ზე მე­ტია არ­სე­ბობს.

იმ იუ­რი­დი­ულ პი­რებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­წარ­მეო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით რე­გის­ტრი­რე­ბულ­ნი არი­ან მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტე­ბად და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სატ­რე­ნინ­გო მომ­სა­ხუ­რე­ბას, მათ შო­რის, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის გან­სა­ზღვრულ საგ­ნებ­ში, ასე­ვე უცხო ენებ­ში, მო­ე­თხო­ვე­ბათ დამ­საქ­მებ­ლის მხრი­დან წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბის მი­ღე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად გა­ბი­სო­ნი­ამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×