რეზონანსი
09.11.2025

შუა დერეფნის ფუნქციის გასაზრდელად, ანუ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის უზრუნველსაყოფად, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ჰქონდეს სათანადო როლი და ამ კუთხით ბუნებრივია საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - განაცხადა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს" დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე საუბრისას.

აბაშიშვილს მიაჩნია, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ჩინეთთან და ევროკავშირთან საქართველოს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.

„ეს დინამიკა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდ ბაზარზე, რომელიც ძალიან საინტერესო, მაღალი მსყიდველობითი უნარით გამოირჩევა. მსოფლიო ბანკის კვლევით ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა გასამმაგდება, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს შესაძლებლობების ზრდასთან. რეგიონში და კონტინენტზე საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს სტრატეგიული პარტნიორობა და თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან და მეორე მხრივ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ეს არის სრულიად უნიკალური და განსხვავებული შესაძლებლობა შუა დერეფანში საქართველოს წამყვანი როლის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა აბაშიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×