რეზონანსი
09.11.2025

საქართველოს დაჰბრალდა ძალიან ბევრი რამ ბოლო 4 წლის განმავლობაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი კვირა" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ყველანაირი მტკიცებულება არსებობს იმისთვის, რომ ხმამაღლა გავაცხადოთ, რომ საქართველო უკრაინის ყველაზე კეთილსინდისიერი მხარდამჭერია ამ მოცემულობაში.

„საქართველო ყველაზე კეთილსინდისიერად უდგება თუნდაც ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს მაშინ, როდესაც ევროკავშირს თავად უწევს საკუთარ წევრ ქვეყნებში სანქციების გვერდის ავლის პრობლემასთან გამკლავება", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების საქართველოს ხელისუფლებისთვის დაბრალებაზე.

„საქართველოს მხრიდან არაფერი შეჩერებულა, ჩვენი მხრიდან არაფერი შეწყვეტილა. ერთადერთი, ვინც პასუხისმგებელია საქართველოსთან დიალოგის შეჩერებაზე, ეს არის ბრიუსელი. ბრიუსელის მხრიდან მიღებული დასკვნების თუ გადაწყვეტილებების საფუძველზე ხდება საქართველოსთან ურთიერთობების შენელება და გაციება. ეს არის ჩვენთვის ძალიან სამწუხარო, თუმცა ამ მოცემულობაში, როდესაც უსამართლო დამოკიდებულებას ვხედავთ საქართველოსთან მიმართებაში, ნაკლებად წარმოსადგენია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიტუაციის გამოსწორება", - განმარტა მაკა ბოჭორიშვილმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×