რეზონანსი
09.11.2025

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ალექსანდრ ტუპიცკის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრებს, მათ შორის, მის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელს, კირილ დმიტრიევს სანქციები დაუწესდათ.

„დღევანდელი სანქციები პუტინის სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე პირებსა და დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ძარცვაში მონაწილე პირებს მოიცავს. ასევე, ჩვენ მუშაობას ვიწყებთ რუსული გამომცემლობების წინააღმდეგ, რომლებიც მთელ მსოფლიოში აგრესიას ამართლებენ და რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×