რეზონანსი
08.11.2025

„ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, წალენჯიხის მერიის შენობიდან დროშების ჩამოხსნის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ წალენჯიხა დაუბრუნდა წალენჯიხელებს და საქართველოს.

რაც შეეხება ნახევრად ჩამოჭრილ საქართველოს სახელმწიფო დროშაზე ევროკავშირის დროშის მიკერებას, სამხარაძის განცხადებით, ეს დროშა არ არის. მისივე თქმით, თუ უკრაინის მუნიციპალიტეტების შენობებზე საქართველოს დროშებს აღმართავენ, შემდეგ ჩვენც განვიხილავთ მათი დროშის აღმართვას.

„წალენჯიხა დაუბრუნდა წალენჯიხელებს, საქართველოს! ნახევრად ჩამოჭრილ ჩვენს სახელმწიფო დროშაზე მიკერილი ევროკავშირის დროშა, დროშა არ არის! ეს იყო ნაცური დროშა! პირიქით რომ ყოფილიყო, კიდევ ჯანდაბას! რაც შეეხება უკრაინის დროშას, მას შემდეგ რაც უკრაინის ყველა მუნიციპალიტეტის შენობაზე საქართველოს ეროვნულ დროშას აღმართავენ, მერე შეიძლება ჩვენც განვიხილოთ მაგათი დროშის დაკიდება! ჩვენი დროშის დამახინჯება არავის გამოუვა!"- წერს დიმიტრი სამხარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×