
განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს გამოეხმაურა, რომელიც მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერისა და საბოტაჟის საქმეში ბრალდებულთა ბრალეულობაზე მეტყველებს.
„აგროვებ ინფორმაციას, რომ მოახდინო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, დამხობა და ე.ი. შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ეხმარები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს. ეს ამ ჩანაწერებითაც გაცხადდა და დადასტურდა, რასაც ჩვენ ვამბობდით ამდენი ხნის განმავლობაში.
როდესაც ფურცელ-ფურცელ აგროვებდნენ თავიანთი ქვეყნის, თავიანთი სამშობლოს წინააღმდეგ არსებულ რაღაც ფსევდო სამხილებს და გზავნიდნენ ამ სპეცსამსახურებთან, ნიშნავს, რომ ძალიან დიდ დანაშაულთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა სოსიაშვილმა.
ცნობისთვის, მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერისა და საბოტაჟის საქმის მტკიცებულებები, „ქრონიკამ“ გუშინ მოიპოვა, რითაც დასტურდება, რომ რადიკალებს ქვეყნის საშინაო საქმეები და გამოგონილი ამბები უცხოეთში გაჰქონდათ. ასევე, ორგანიზებული და მართული იყო აქციები.