რეზონანსი
07.11.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ვლადიმირ პუტინს შეხვდება, ამას უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ისურვებდა, მაგრამ ამ ეტაპზე შეხვედრის მიზეზს ვერ ხედავს.

პრეზიდენტმა მანამდე აღნიშნა, რომ პუტინის მოუქნელობამ უკრაინის საკითხზე, აიძულა იგი, უარი ეთქვა პირისპირ მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გეგმებზე.

„ვისურვებდი, ეს უნგრეთში, ბუდაპეშტში ყოფილიყო. ის შეხვედრა, როგორც აღმოჩნდა, არ მინდოდა, რადგან არ მეგონა, რაიმე მნიშვნელოვანი მოხდებოდა. მაგრამ თუკი შეხვედრა შედგება, მინდა, რომ ეს ბუდაპეშტში მოხდეს“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×