რეზონანსი
07.11.2025

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მახინჯაურში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და სხვენი დაიწვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის დროს, სახლში მყოფებმა შენობის დატოვება დროულად მოახერხეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. მათი ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×