რეზონანსი
07.11.2025

ქუთაისის გასასვლელთან, სამტრედიის გზაზე, ოთხი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

როგორც „ინფო იმერეთს“ ადგილზე მყოფმა განუცხადა, მსუბუქად დაშავდა ოთხი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"საშინელი ავარია იყო, ზოგი ავტომობილი ძლიერადაა დაზიანებული, ზოგი კი ნაკლებად. ადგილზე ქაოსი სუფევდა. იმედია, ყველა კარგად იქნება, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები", – განაცხადა თვითმხილველმა „ინფო იმერეთთან“ საუბრისას.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×