რეზონანსი
07.11.2025

მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, სადაც საბოტაჟის ბრალდებით 8 პოლიტიკოსის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში დამყარდა დიქტატურა და ახლა მხოლოდ ამის საბოლოო გაფორმება ხდება.

„გასაგებია რატომაც მიყენებენ ახალ ბრალდებებს, რადგან დანარჩენი მსოფლიოსთვის საქართველოს თავისუფლების და წარმატების სიმბოლო ვარ მხოლოდ მე.

ჩემი სოლიდარობა ყველა უდანაშაულო პატიმარს, ყველა ბრალდებულს. ყველაზე უმთავრესია ახლა ჩვენი ერთობა, როგორც არასდროს. ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ უცხოეთში, ერთად უნდა გავაგზავნოთ ჩვენი წარმომადგენლები და ერთიანი პოზიცია უნდა წარმოვადგინოთ. უნდა შევწყვიტოთ უაზრო პწკენები და ჩხვლეტები ერთმანეთის მიმართ სხვადასხვა ტელევიზიებსა და სოციალური ქსელებში. არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ ოპოზიციას.

მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში. ვიღებდი მონაწილეობას სანქციების მოთხოვნაში ამერიკაში და უკრაინაში და ჩემი წვლილიც არის. მყავს ძალიან მრავალრიცხოვანი მეგობრები და ის ხალხი მიჯერებს.

მე არა მხოლოდ კავშირში ვარ უკრაინასთან, არამედ უკრაინის მოქალაქე ვარ და დიდი პატრიოტი. ვიცავ უკრაინის ინტერესებსაც საქართველოსთან ერთად. თქვენი ლოგიკით მე ვარ პირდაპირ კავშირში საქართველოს მტერთან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×