რეზონანსი
07.11.2025

ერთ - ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­თან მომ­ხდარ ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი ოთხი პი­რი­სა და ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი ჯაკო ჩარ­კვი­ა­ნის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მსჯე­ლობს.

პრო­კუ­რორ გი­ორ­გი დო­ლა­კი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან მი­მალ­ვის, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე­ე­ბი არ­სე­ბობს, რის გა­მოც, მათ მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვს.

დაც­ვის მხა­რე ამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ ეთან­ხმე­ბა, ისი­ნი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას ითხო­ვენ.

 

პრო­ცეს­ზე სი­ტყვით ისარ­გებ­ლა ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა, ჯაკო ჩარ­კვი­ან­მა. მან დარ­ბაზ­ში მყოფ ოჯა­ხის წევ­რებს და მე­გობ­რებს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

"ბო­დი­ში, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რომ აღ­მოჩ­ნდით. მა­პა­ტი­ეთ იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამო, რაც შე­გიქ­მე­ნით. მა­პა­ტი­ეთ, არ ვიცი ეს შეც­ვლის რა­მეს თუ არა. არ ვიცი რო­დის მო­ვალ კი­დევ, ამი­ტომ ბო­დიშს გიხ­დით“, - გა­ნა­ცხა­და ჯაკო ჩარ­კვი­ან­მა.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­თან მომ­ხდა­რი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ­მა მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ან­მა სწო­რედ ჯაკო ჩარ­კვი­ანს და­უ­რე­კა და სუ­პერ­მარ­კეტ­ში მო­ლა­რეს­თან მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე შე­ა­ტყო­ბი­ნა. ჯაკო ჩარ­კვი­ა­ნი ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­და ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან შოთა აფ­ცი­ა­ურ­თან, დაჩი კე­კე­ლი­ას­თან, ლე­ვან გრძე­ლი­ძე­სა და და­ვით პეტ­რი­აშ­ვილ­თან ერ­თად.

ცნო­ბის­თვის, ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­თან მომ­ხდა­რი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ე­ფარ­და.

მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც ჯგუ­ფუ­რი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­საც თან ახ­ლდა ძა­ლა­დო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბულ 5 პირს, მათ შო­რის, ჯაკო ჩარ­კვი­ანს, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×