რეზონანსი
07.11.2025

ეს წერილი მორიგი დასტურია იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ჩვენ ვთქვით, რომ ჰერჩინსკიმ და მისმა მეგობრებმა დასაჯეს საქართველო და ამ რადიკალების გვერდით დადგნენ. რატომ დაგვსაჯეს? - იმიტომ ჩვენ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე“, - განაცხადა დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“. იგი ამგვარად გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილს.

ზარქუამ აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის გახსნაზე უარის საპასუხოდ საქართველოში დაიწყო რადიკალების დაფინანსება.

„კიდევ ერთხელ ლუსტრაცია მოხდა, რომ დიახ, საქართველო და ქართველები მაშინ დაგვსაჯეს იმის გამო, რომ ჩვენ მათ თამაშს არ ავყევით. მათი თამაში რა იყო - რაც უკრაინას დამართეს, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა, იარაღით და ფულით მოგვამარაგებდნენ და ქართველები უნდა შევწირულიყავით მსოფლიო ახალ გადანაწილებას. ამას მოჰყვა ის პერიპეტიები და დღემდე გრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებების შესრულებას.

„სამათხოვრო და შანტაჟის თემად არ გავხდიდით ევროკავშირში გაწევრიანებას.

მთავარი არის ის და ეს იცის ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენ ვისჯებოდით, იმისთვის, რომ არ ავყევით ახალი მსოფლიო გადანაწილების ფერხულს და ვიღაცას არ შევეწირეთ. ამის გამო გვსჯიდნენ და შანტაჟად იყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებას და მოლაპარაკებების გახსნას.

სხვათა შორის, არჩევნებამდე ჰერჩინსკიმ თვითონ გააკეთა ეს განცხადება, შემდეგ იუარა და ჩვენ გადმოგვაბრალა, თითქოს, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ უარს ვამბობთ ევროკავშირში გაწევრიანებაზეო. ეს ტყუილი, სიცრუე იყო. მათ ადრე გაწყვიტეს, ადრე დაგვსაჯეს მათი ჭკუით და შეწყვიტეს ეს მოლაპარაკებები. პრემიერ-მინისტრმა სიმართლე თქვა, რომ ჩვენ საჯილდაოდ არ გავიხდით ამ თემას - მოლაპარაკების გახსნა-არგახსნას, 2030 წლისთვის მზად იქნება საქართველო ყველა პარამეტრით, ხოლო თქვენ თუ მოლაპარაკების გახსნა გინდათ, დღესვე მოვაწერთ ხელსო. ეს შეთავაზება ძალაშია.

წერილით კიდევ ერთხელ მოხდა იმის დემონსტრირება, რომ ბატონი ჰერჩისნკი დანარჩენ ე.წ. ევროპარლამენტარებთან ცრუობდა, ატყუებდა ქართულ საზოგადოებას“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომლის ადრესატიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა, თავდაყირა აყენებს მთელ იმ ისტერიულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლითაც ევროკავშირი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ საქართველომ თავად თქვა უარი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე. ევროკავშირის ელჩი ხაზგასმით, კონკრეტული ვადის მითითებით აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ევროსაბჭოს დასკვნების თანახმად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×