რეზონანსი
07.11.2025

„ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ 18 წლის წინ, 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს არის ის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია.

„არის თარიღები, რომლებიც მუდმივად რჩება ისტორიაში და მეხსიერებაში. ასეთი 9 აპრილი, რომელიც არასდროს ამოვა ჩვენი მეხსიერებიდან და იგივეა 7 ნოემბერი. ეს იყო ერთ-ერთი გარდატეხის თარიღი, როდესაც ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ თვითონ სხვაგან არის, მისი ხელისუფლება - სხვაგან, როდესაც საქართველოს ხელისუფლება დაუპირისპირდა ქართველ ხალხს და მაშინდელ ხელისუფლებას ეს ქართველმა ხალხმა არ აპატია.

ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი მოშიმშილეების დარბევა, რომლებიც არც გზას და არც ტროტუარს კეტავდნენ, ისხდნენ და შიმშილობდნენ. ეს არის ის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია, ის იძულებული გახდა გადამდგარიყო. ეს დღე დარჩა იმ დღედ, რომელმაც ის პოლიტიკურ სამარეში გაისტუმრა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 18 წელი გავიდა. რამდენიმე ლოკაციაზე მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×