რეზონანსი
07.11.2025

გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო... თქვენ შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციაო და ,,დე ფაქტო" თვითონ ჰქონდათ შეჩერებული ზუსტად 5 თვით ადრე, - ასე ეხმიანება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე,  გიორგი ჩაკვეტაძე, სკანდალურ წერილს, რომელიც ადასტურებს, რომ  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღეს. 

ჩაკვეტაძის თქმით,  2024 წელს ზუსტად იგივე ნარატივით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩევნების შედეგები არ აღიარებინეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა და ამავე დროს ნოემბერ-დეკემბერში რევოლუციური ქმედებებიც დაუფინანსეს. 

„გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო...

თქვენ შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციაო და ,,დე ფაქტო" თვითონ ჰქონდათ შეჩერებული ზუსტად 5 თვით ადრე. ამას პაველ ჰერჩინსკის 2 დღის წინანდელი წერილიც ადასტურებს.

ეს იმ სერიიდანაა, გამჭვირვალობა არაევროპული და ადმინისტრაციული შენობების შტურმი - ევროპული ღირებულებააო.

2024 წელს ამ ნარატივით, რადიკალებს არჩევნების შედეგები არ აღიარებინეს და ნოემბერ-დეკემბერში რევოლუციური ქმედებებიც დაუფინანსეს.

იგივე ხელწერა იყო წელს, 4 ოქტომბერს, თუმცა ქართული სახელმწიფო ამ გამოწვევასაც გაუმკლავდა.

ბოდიშის მომხდელი ესენი არ არიან, მაგრამ ჩვენ იმავეს გავიმეორებთ:

მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ“- წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×