რეზონანსი
07.11.2025

გავიდა დრო და დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაციის პროცესი ბრიუსელმა თავად შეაჩერა, და რომ ჯამი ჭურჭელია“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. როგორც ის აღნიშნავს, ნარატივი ვერ ცვლის რეალობას. სიმართლე პროპაგანდით მუდამ ვერ შეინიღბება.

„ორი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაში ბრიუსელმა უზარმაზარი პოლიტიკური ენერგია და ფინანსური რესურსი ჩადო:

▪️საქართველოს პარლამენტმა მიიღო „რუსული კანონი“,

▪️საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

გავიდა დრო და დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაციის პროცესი ბრიუსელმა თავად შეაჩერა, და რომ ჯამი ჭურჭელია. ნარატივი ვერ ცვლის რეალობას. სიმართლე პროპაგანდით მუდამ ვერ შეინიღბება.

ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა და ამით თავად დაარღვია ის პრინციპები, რის საფუძველზეც ევროპა შენდებოდა - თავისუფლება, სამართლიანობა და პატიოსანი დიალოგი. უზნეო მეთოდებით ზნეობრივი მიზნების მიღწევის მცდელობა, ადრე თუ გვიან, ყველაზე ღირებულ განზრახვასაც კი აზიანებს.

ამიტომ, პირველი ნაბიჯი, რომელიც ბრიუსელმა ევროპული ღირებულებების გზაზე დასაბრუნებლად უნდა გადადგას, დეზინფორმაციაზე და პროპაგანდაზე უარის თქმაა. მხოლოდ სიმართლის დაბრუნებით შეძლებს ბრიუსელი, რომ კვლავ იქცეს იმ ევროპად, რომელიც ოდესღაც თავისუფლებისა და სამართლიანობის სინონიმად მიიჩნეოდა“, - წერს პაპუაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×