რეზონანსი
07.11.2025

არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ქართველი ხალხიც მკვეთრად პროდასავლურია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს განწყობა შეინარჩუნოს ქართულ საზოგადოებაში, შეინარჩუნოს პოზიტიური დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ, ევროპული ბიუროკრატიის ყველა უსამართლო ქმედების მიუხედავად.

„ჩვენ არსებითად პროდასავლურად ვართ განწყობილნი, როგორც მთავრობა, ასევე როგორც ხალხი. თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს გადავხედავთ, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა ცოტათი შეარყია ხალხის ნდობა ევროკავშირის მიმართ, მაგრამ მხარდაჭერა მაინც ძალიან მაღალია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს განწყობა შევინარჩუნოთ ქართულ საზოგადოებაში, შევინარჩუნოთ პოზიტიური დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ, ევროპული ბიუროკრატიის ყველა ამ უსამართლო ქმედების მიუხედავად. ამიტომაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ქართველი ხალხიც მკვეთრად პროდასავლურია. ჩვენ დასავლური კულტურის ნაწილი ვართ, ჩვენ ევროპული კულტურის ნაწილი ვართ. ამიტომაც გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა ამ მხრივ. კიდევ ერთხელ, თუ ევროპული ბიუროკრატია შეცვლის თავის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვფიქრობ, ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს და ჩვენ საბოლოოდ შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები 2030 წლისთვის. ეს საკმაოდ რეალისტურია“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×