რეზონანსი
07.11.2025

ვიმედოვნებთ, რომ 2030 წლამდე, როდესაც ჩვენთვის რეალისტური იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ, იმ დროისთვის ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეიცვლება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ 2017 წელს ასახა კონსტიტუციაში სპეციალური ნორმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ.

„ჩვენ გვაქვს მკაფიო მიზანი, სწორედ ჩვენმა მთავრობამ 2017 წელს ასახა კონსტიტუციაში სპეციალური ნორმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ. ასე რომ, საქართველო შესაძლოა, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლის კონსტიტუციაშიც შეგხვდებათ შესაბამისი ნორმა, რომლითაც გაცხადებულია, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციური მიზანია.

ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, მათი დამოკიდებულება განსხვავებულია, კონტრპროდუქტიულია. თუმცა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2030 წლამდე, როდესაც ჩვენთვის რეალისტური იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ, იმ დროისთვის მათი დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეიცვლება“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×