რეზონანსი
07.11.2025

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით კი­დევ ერთი პირი - 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.ა. და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი და კი­დევ 4 პირი, მათ შო­რის ჯაკო ჩარ­კვი­ა­ნი.

"აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ უკვე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ჩ., 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.გ., 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.პ. და 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.კ.

და­ნა­შა­უ­ლი 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, 2 ნო­ემ­ბერს, გვი­ან ღა­მით, ერთ-ერთი სუ­პერ­მარ­კე­ტის 2 თა­ნამ­შრო­მელ­ზე რამ­დე­ნი­მე პირ­თან ერ­თად ჯგუ­ფუ­რად იძა­ლა­და.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი ყვე­ლა პი­რის ვი­ნა­ო­ბა და­ად­გი­ნეს და ისი­ნი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­სა და ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×