რეზონანსი
05.11.2025

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის და­კა­ვე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს:

"ქო­ცებ­მა" დღეს და­ი­ჭი­რეს ვინ­მე ვა­კე­ლი მან­ჩო, რო­მე­ლიც 2013 წელს შე­მო­მი­ვარ­და პი­ცე­რი­ა­ში და რა­ღაც საგ­ნებს მეს­რო­და. ამ­ჯე­რად ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­უხ­ტა თა­ვის ბან­დას­თან ერ­თად. ასე რომ ძვე­ლი გოგო და­ა­კა­ვეს, მაგ­რამ რა თქმა უნდა, არა­ვინ ჩას­ვამს "აბა ყვა­ვებს ვინ და­ი­ჭერს კარ­გო".

ივა­ნიშ­ვი­ლის ბოლო და­საყ­რდე­ნე­ბი სწო­რედ მან­ჩო­ე­ბია. ბი­ძი­ნა ჩა­ე­რიე დრო­ზე და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე შენი ერ­თგუ­ლი მომ­ხრე! იცო­დე სხვა შემ­თხვე­ვა­ში ძველ­ბი­ჭე­ბი და ძველ­გო­გო­ე­ბი გან­გიდ­გე­ბი­ან, არა­და აქამ­დე მა­გათ მხრებ­ზე მო­ი­ტა­ნე" - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

2 ნო­ემ­ბერს, გვი­ან ღა­მით, სუ­პერ­მარ­კეტ "სპარ­ში" ორ თა­ნამ­შრო­მელს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტზე მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ცნო­ბით, მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი და­უ­კავ­შირ­და ჯაკო ჯან­სუღ ჩარ­კვი­ანს, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად მი­ვი­და, რა დრო­საც მათ, სუ­პერ­მარ­კე­ტის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­იყ­ვა­ნეს გარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ჯგუ­ფუ­რად ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე და 126-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბას და ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×