რეზონანსი
05.11.2025

„2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 პირს მიენიჭა, უმეტესი მათგანი რუსეთიდან (2 361) იყო,“ - ამის შესახებ ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი.

„საქართველოს მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია დაბადებით, ნატურალიზაციით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მოქალაქეობის აღდგენით, შვილად აყვანის ან მისი წარმოშობით.

როგორც წესი, აქ არ ხდება ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება, თუმცა პრეზიდენტს განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია გასცეს ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნების ნებართვა.

ქვეყანა საშუალებას აძლევს უცხოელებს, მიიღონ დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა ინვესტიციების გზით.

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 პირს მიენიჭა, ეს მაჩვენებელი 476-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. გასულ წელს იმ პირებს შორის ვინც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო უმეტესი 2361 ადამიანი რუსეთის მოქალაქე იყო. შემდეგ არიან მოქალაქეები გერმანიიდან - 251 პირი და უკრაინიდან - 175,“ - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა 1592-მა ადამიანმა დაკარგა ძირითადად რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო (802 შემთხვევა).

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში 4 ნოემბერს გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს და საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×