რეზონანსი
05.11.2025

პენსიონერთა გარკვეულ ნაწილს საბანკო ბარათების შეცვლა მოუწევთ. კონკრეტულად კი, იმ პენსიონერებმა, რომლებსაც ე.წ. უჩიპო საპენსიო ბარათები აქვთ, 2025 წლის ბოლომდე ეს პლასტიკური ბარათები უნდა შეცვალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული ბარათებით მათ პენსიის გატანას იქამდე ვერ შეძლებენ, ვიდრე ახალ ბარათს არ მიიღებენ.

პენსიონერს ახალი ბარათის შესაკვეთად შეუძლია, ბანკის ნებისმიერ ფილიალს მიმართოს. მომსახურება უფასოა.

იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერს გადაადგილების პრობლემა აქვს, ოჯახის წევრს შეუძლია, ლიბერთი ბანკში დარეკოს და ბინაზე მომსახურება მოითხოვოს. ასეთ შემთხვევაში, ბანკის წარმომადგენლები ადგილზე თავად მივლენ. მომსახურება უფასოა. ახალი ბარათის მისაღებად პენსიონერის პირადობის მოწმობა აუცილებელია.

დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, მიმართოთ ლიბერთი ბანკს ცხელ ხაზზე: 032 255 55 00

წყარო: mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×