რეზონანსი
05.11.2025

საფრანგეთში, კუნძულ ოლერონზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედისტებს განზრახ დაეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 4 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციამ, მომხდართან დაკავშირებით 35 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა დაკავებისას „ალაჰუ აკბარი“ დაიყვირა.

დანაშაულის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია. პროკურატურამ გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×