რეზონანსი
05.11.2025

ეს განცხადებებიც მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია ისევ და ისევ, რომ ჩვენს ქვეყანაში, როგორმე არეულობა გამოიწვიონ და მათი მოსაწონი ხელისუფლება მოვიდეს სათავეში, რომელიც ევრიბიუროკრატიის და მათი პატრონების - „დიფ სთეითის“ დაკრულზე იცეკვებს. არაფერი განსხვავებული არ არის, რაც არ გვინახავს წლების განმავლობაში. არის აბსოლუტური ტყუილი, - განაცხადა პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას.

მისი თქმით, როდესაც ხდება ობიექტური შეფასება, საქართველო ყველა ანგარიშში მოწინავე პოზიციაზეა, მაგრამ როდესაც შემოდის ევრობიუროკრატიის პოლიტიკური მიზანშეუწონლობა, მაშინ ჩვენი ქვეყანა კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა.

„როდესაც, მაგალითად, ეუთო/ოდირს არ გაუკეთებია იმდაგვარი განცხადება, როგორიც ევროკომისიის ანგარიშში წერია და როდესაც პირიქით, შეფასებული იყო არჩევნები, როგორც კონკურენტუნარიანი, მაშინ რა არის სხვა?! - თუ არჩევანის თავისუფლება არ არის, მაშინ რა არის არჩევნები ზოგადად?! რა თქმა უნდა ეს განცხადებებიც მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია ისევ და ისევ, რომ ჩვენს ქვეყანაში, როგორმე არეულობა გამოიწვიონ და მათი მოსაწონი ხელისუფლება მოვიდეს სათავეში, რომელიც ევრიბიუროკრატიის და მათი პატრონების - „დიფ სთეითის“ დაკრულზე იცეკვებს. არაფერი განსხვავებული არ არის, რაც არ გვინახავს წლების განმავლობაში. არის აბსოლუტური ტყუილი. აბსოლუტური დეზინფორმაცია. მათ შორის უგულებელყოფა ქართველი ხალხის არჩევანისა. როდესაც საკითხი დგას მიუკერძოებელ შეფასებაზე, ამ დროს საქართველოსთან დაკავშირებული თითოეული ქულა, თითოეული შეფასება არის ობიექტური და რა თქმა უნდა წინსვლას აფიქსირებს. მაგრამ როდესაც პოლიტიკური მიზანშეუწონლობა ევრობიუროკრატიისა შემოდის უკვე რეალობაში, მაშინ ვხედავთ, რომ აბსოლუტური ტყუილი, საერთოდ არავის აღარ აინტერესებს არავითარი ანგარიში. რასაც უნდა წერენ, რასაც უნდა კითხულობენ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×