რეზონანსი
05.11.2025

„ხელოვნურად სურთ საქართველოში ისეთი ვითარების შექმნა, რომ გარე დამკვირვებლისთვის ქვეყანაში ქაოსი იყოს“, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა რადიკალებზე კომენტირებისას, რომლებიც საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ცდილობენ.

ეკა სეფაშვილის თქმით, რადიკალები ამით უცხოელ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს აძლევენ საბაბს, რომ საქართველოზე უარყოფითი განცხადებების გაკეთება გააგრძელონ.

„რადიკალები ამით ცდილობენ ჰქონდეთ საბაბი, რომ ისაუბრონ ვითომდა პოლიტიკურ პატიმრებზე, რომლებიც, სინამდვილეში, არღვევენ საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას (რომელიც, ასევე, ემთხვევა დასავლურ ქვეყნებში არსებულ კანონმდებლობას), რათა შემდგომში იმ უპასუხისმგებლო დასავლელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ნეგატიურ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს შესახებ, ამ უარყოფითი განცხადებების გაგრძელების საბაბი ჰქონდეთ“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×