რეზონანსი
04.11.2025

"უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი, მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილი გიგანტური Emaar ჯგუფი საქართველოში ქვეყნისთვის ისტორიულ მოცულობის $6.5 მილიარდიან საინვესტიციო პროექტს ახორციელებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ყოველი მსხვილი ინვესტიციის წინაშე ჩნდებიან ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა, მხოლოდ მათთვის ცნობილი მიზეზების გამო ამ ინვესტიციას ეჭვის ქვეშ აყენებენ. არადა, სწორედ მათი უმრავლესობა გაჰკივივის ბოლო ხმაზე, როცა ეს პოლიტიკურად სჭირდებათ, რომ საქართველოს ინვესტორებმა ზურგი შეაქციეს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აღარ შემოდის და ა.შ.” - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 

როგორც ანალიტიკოსი ამბობს, იგივე არაბულმა კომპანიამ უმსხვილესი ინვესტიციები განახორციელა ხორვატიაში, თუმცა, ხორვატიაში არანაირი „არაბიზაცია“ არ მომხდარა. 

მისივე თქმით, ამ პროექტებმა ხორვატიის კურორტებს გაუთქვა სახელი, გახადა ის ტურისტული და საინვესტიციო მიმართულების მიზიდულობის ცენტრი.

“ინვესტიციების ოპონენტები პირობითად ორ ბანაკად შეიძლება დავყოთ. ერთნი ვინც ცდილობენ ამ თემის ექსპლუატაციით პოლიტიკურად ხელი მოითბონ, და მეორენი, ვინც წინა პლანზე შესაძლო დემოგრაფიულ და სხვა რისკებს აყენებს. ჩვენ უკვე ვნახეთ რადიკალთა ჯგუფის მიერ ჩაშლილი ერთი საინვესტიციო პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას საკმაოდ ძვირი დაუჯდა, მათ შორის ფინანსურად. ეხლა ცდილობენ იგივე ბედი განუმზადონ ამ პროექტს და ვიტყვი, ემტერებიან იმიტომ რომ თავად არ არიან ხელისუფლებაში და თავად არ არიან ინიციატორები.

როდესაც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ჩინური ინვესტიციით „ჰუალინგის“ ქალაქის მშენებლობა იწყებოდა. მაშინაც არწმუნებდნენ ოპონენტები საზოგადოებას, რომ პროექტი თბილისის და საქართველოს „ჩინეთიზაციას“ გარდაუვალს გახდიდა, გახდა? არ გახდა. 

ცნობისთვის, იგივე არაბულმა კომპანიამ უმსხვილესი ინვესტიციები განახორციელა ხორვატიაში, და საერთო ჯამში დახარჯა $15 მილიარდზე მეტი, თუმცა ცხადია, ხორვატიაში არანაირი „არაბიზაცია“ არ მომხდარა. უფრო მეტიც, ამ პროექტებმა ხორვატიის კურორტებს და ზოგადად, ამ ქვეყანას მსოფლიოში გაუთქვა სახელი, გახადა ის ტურისტული და საინვესტიციო მიმართულების მიზიდულობის ცენტრი.

იმედია ყველაფერს მოეფინება ნათელი და ვნახავთ ვინ აფერხებს საქართველოში ინვესტიციების შემოსვლას”- წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×