რეზონანსი
04.11.2025

„ქართული ოცნების“ დანაშაულების გამო კარგის მოლოდინი არ გვაქვს და ვერც გვექნება, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ევროპულ მომავალზე უარს აცხადებს.

„გასაგებია, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებენ. დარწმუნებული ვარ, ევროკომისიას კრიტიკული განცხადება ექნება, რასაც „ოცნება“ მათთვის ჩვეული პრაქტიკით გაასაღებს, როგორც ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმას და მტრულ დამოკიდებულებას. ჩვენ ქართველ ხალხს ავუხსნით, რომ თუ ევროპელ პარტნიორებს რაიმე სურთ, საქართველოში დემოკრატიის არსებობაა. საქართველოში დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა“, – განაცხადა შარაშიძემ.

მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა არავის მონაპოვარი არ არის, ქართველი ხალხის გარდა.

„ის პრივილეგია მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის, რასაც  ევროპაში უვიზო მიმოსვლა ჰქვია. უვიზო რეჟიმი უნდა შენარჩუნდეს. ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველაფერს აკეთებს, რომ შენარჩუნდეს. რაც შეეხება კრიტიკას დემოკრატიულ უკუსვლაზე, მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს კრიტიკა  სამართლიანი და ობიექტურია“, – განაცხადა შარაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×