რეზონანსი
04.11.2025

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", ცოტნე ანანიძე, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც უკრაინაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ ზამთარს მარტო არ შეხვდება, რადგან ევროკავშირი უკრაინის გვერდითაა.

ანანიძის განცხადებით, არასამშვიდობო პოლიტიკის გამო, სამწუხაროდ, ბევრი უკრაინელი ვერ შეხვდება ამ ზამთარს. 

"სამწუხაროდ ბევრი უკრაინელი ვერ შეხვდება ამ ზამთარს!  არასამშვიდობო პოლიტიკით,  ბევრიც ვერ გადაიტანს ამ ზამთარს!" - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×