
პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, გადაცემაში „ღამის კურიერი“  „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხზე ისაუბრა.
არჩილ გორდულაძემ დაწვრილებით განიხილა კანონთან დაკავშირებით წლების განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები, ასევე შეეხო იმ პირთა წრეს, რომელთა საქმიანობასაც არეგულირებს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი.
„1997 წელს არის მიღებული ეს კანონი,  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი ჰქვია ეხლა მანამდე სხვა სახელი ერქვა მაგრამ 97 წელს არის მიღებული. 97 წლიდან მოყოლებული საჯარო სამსახურში მოხელეთ თუ არის დასაქმებული პირი მას აკრძალული ჰქონდა ნებისმიერი სხვა  ანაზღაურების მიღება, გარდა სამეცნიერო, გარდა პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. ამავდროულად, დროთა განმავლობაში შესაბამისი ცვლილებებით შევიდა, დაიხვეწა და განვითარდა კიდეც საჯარო სამსახური და ეხლა რა მოცემულობა გვაქვს, არ ვგულისხმობ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, საჯარო მოსამსახურეებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე ვინ არიან თანამშრომლები, ძირითადად იყოფიან სამ კატეგორიად: არის საჯარო მოხელე, არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. ხოლო სიპებში და აიპებში დასაქმებულ პირებზე საერთოდ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ნაწილობრივ ვრცელდებოდა ან საერთოდ არ ვრცელდებოდა. 
საჯარო მოხელეებზე მოგახსენეთ უკვე,  რომ საერთოდ აკრძალული ჰქონდათ ამ სამი კატეგორიის გარდა ნებისმიერი სხვა საქმიანობის შესრულება იგივე იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს იგულისხმება აქ ამ შემთხვევაში მაგალითად თანაშემწეები. მაგალითად მრჩევლები რომელზედაც ისევ ცვლილება შევიდა საგაზაფხულო სესიაზე და  მრჩევლის ინსტიტუტი გახდა მხოლოდ და მხოლოდ არაანაზღაურებადი და ვისაც ყავს მრჩეველი, რჩევები უნდა გასცეს ანაზღაურების გარეშე. რაც შეეხება შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, შრომითი ხელშეკრულება ზოგადად თავისი ბუნებით არის დროებითი, ან დამხმარე ფუნქციის განმახორციელებელი კანონით ამას გულისხმობს და ამავდროულად მოქმედი კანონის მიხედვით შესაძლებელი იყო, რომ სხვადასხვა სამსახურში დასაქმებული ყოფილიყვნენ პირები“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
წამყვანის შეკითხვაზე თუ  რას უშლიდა  ხელს  აღნიშნული კანონი და რა არის ცვლილებების მიზანი, არჩილ გორდულაძემ ერთ-ერთ მიზეზად ახალგაზრდების დაინტერესება დაასახელა.
„იმისათვის რომ, ერთი მხრივ შემცირდეს ბიუროკრატია და მენეჯმენტი გასწორდეს, მეორე მხრივ  ახალგაზრდების, ახალი თაობის დასაქმება შესაძლებელი გახდეს საჯარო სამსახურებში და პირიქით დავაინტერესოთ ადამიანები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის საქმიანობა, ქვეყნისთვის მსახურება და შესაბამისად ადგილებიც არსებობდეს, რომ ადამიანები დასაქმდნენ, ცვლილებები ეხება ზუსტად ამას“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.