
ექიმი გიორგი ახობაძე აცხადებს, რომ თბილისში ფიზიკურად გაუსწორდნენ. იგი ჰყვება, რომ ტაქსს, რომლითაც თბილისის აეროპორტიდან მოდიოდა, გზა გადაუჭრა შავმა „პრადომ”, საიდანაც რამდენიმე პირი გადმოვიდა და მას თავს დაესხა. 
გიორგი ახობაძე ამბობს, რომ თავდამსხმელები გარდაცვლილი ბიზნესმენის, ლაშა ბასლანძის “სამეგობროს მოგზავნილი ტიპები, ან თვითონ ეგენი” დაესხნენ.
„აეროპორტიდან ამეკიდა შავი „პრადო“, ტაქსის გადაუჭრეს გზა, გადმოხტნენ, პოლიციელები ვართ, ღონისძიება ტარდებაო,  კარი გამიღეს და ფიზიკურად გამისწორდნენ. ეგენი არიან ლაშა ბასლანძის სამეგობროს მოგზავნილები ან თვითონ ეგენი. ტერორისტები არიან, შუა ქალაქში ტაქსს გადაუყენეს მანქანა, პოლიციელებად წარმოგვიდგნენ და დაიწყეს ძალადობა“, - ამბობს ახობაძე.